რამდენი საუკუნის წინ იყო ეს კაპუსტ??რამ გამახსენა.მინდა რაააააა. ზაფხული მინდა ცოტა ხნით, ის სახლი და ეს დებილი ბიჭები მინდა და ჯანდაბას, ჭურჭელსაც დავრეცხავ, საჭმელსაც გავაკეთებ :)რაო, რა იბაზრა იმ დღეს მუსიამ ყავის ჭიქაზე?? საათნახევარი რომ ’წინასწარმეტყველებდა’ ამოტრიალებული თვალებით : )))
ჰოოდა, ამაღამ შობაც დადგებაა... ვიცი, ჩემი ბრალია, მაგრამ რაღაც გათიშული ვიყავი ამ ახალ წლებზე, ვერც ვიდეოს გადაღება და დადება მოვიფიქრე, ვერც საახალწლო პოსტების წერა... და საერთოდაც, ძილის მეტი დიდად არც მაინტერესებს არაფერი.
არაუშავს, შემდეგ წელს გამოვსწორდები : )))
მართლა ასანთივით მომივიდა, უცებ რომ იფეთქებს, აინთება და მერე უცებ ჩაიბჟუტება - ახალი წლის წინა დღეებში დავტრიალდი, ზეიმი, სახლის მორთვა, საჩუქრები და ამბავი... და ზუსტად 31 საღამომდე გავქაჩე, მეტი ვერა.
ნამდვილად კაფე „კოელიო“, ნამდვილად მე გიზივარ წინ და ნამდვილად ის ზამთარია...მართლა უცნაური მონაკვეთი, მართლა გონებაში ჩაწებებული. არაფერი მახსენდება ცუდად, რომ იცოდე, ყველაფერზე მეღიმება, არავიზე ვბრაზდები, იმედგაცრუებაც კი არ მაქვს არავისგან :) რაღაცა ჩქაროსნული ცხოვრება იყო, ქაოტური, გაუგებარი, ახლაც მეღიმება იმდენად სულერთია :)მაგრამ მთავარია, რომ...მახსოვს :) ისე, ფოტოები ცხოვრების ეტაპების მიხედვით დავალაგოთ ერთხელ და ნახავ რამდენის მთქმელი იქნება უმნიშნველო ნიუანსები :) წინ კიდევ ერთი ზამთარია, მაგრამ სხვა ფერის ზამთარი...
კაფე ”კოელიო” პირდაპირ შენ მიზიხარ, გვერდით ალბათ მიშა. სურათი ვინ გადაიღო აღარ მახსოვს. ზამთარი იყო. ის ფრიად უცნაური ზამთარი :)
წარსული გამახსენდა ახლა. უფრო სწორად, გამახსენეს - ჩემი წარსული.ჩემი და შენი წარსულიც.და კარგი იყო. რა კარგი იყო : ) და საოცარი. მიუხედავად ყველაფრისა.
გახსოვს?....
გახსოვს?...
გახსოვს?....
მე კარგად მახსოვს. შენ ჩემზე უკეთ გემახსოვრება კიდევ. დამდნარი, მწარე შოკოლადივითაა ყველაფერი, რასაც თავში ვატრიალებ.
რა შუაში იყო ხმაური და მძვინვარება, მაგრამ პოსტს სათაურად დავარქვი იმიტომ, რომ არ დამავიწყდეს, დიდი ხანია გადაკითხვა მინდა, მაინტერესებს ისევ ჩამითრევს თუ არა.
ამხანაგო ანა, რატომ მიივიწყეთ ეს ბლოგი? რაიმე დააშავა?
მითუმეტეს, წერ, რომ დიდად თავს არ იკლავ მეცადინეობით. მე რაც შემეხება - დღეს პეკინზე ჩამოვისეირნე და მივხვდი რამდენი ხანია არ გამიკეთებია ეს და რამხელა ბენიერებაა, როგორ მომნატრებია. თუ ძალიან არ მივიცვალე, საღამოს უნდა ვისეირნო ხოლმე ისევ. თან ათის მერე ცოტა ხალხი დადის და სუუულ ცოტა ჯადოსნური განწყობის შექმნაც შეიძლება. ესეც მათეოსას სურათი და ეს მე გადამიღო, მეიდანში იატაკზე რომ ვისხედით : ) ცოტა ვერ დამიმიზნა ოღონდ, არ შეიმჩნიო. ტრადიციული კითხვა ნოემბერში - ახალი წელი მოდის მალე, რა ვქნათ? ტრადიციული კითხვა 30 დეკემბერს - ხვალ ახალი წელია, კიდევ არაფერი მოგვიიფიქრებია???????????
წელს რაიმე არაორდინალური უნდა გავაკეთო. ჯადოსნური ახალი წელი იქნება წელს :) ვიცი, რომ არ გაწუხებს იდეები, მაგრამ თუ შემთხვევით შეგაწუხებს, აუცილებლად შემომაშველე. სადმე წავიდე იქნებ? გადასაკარგავში? ან ძველით ახალ წელს...სადმე მთის წვერზე, სათამაშოებს წავიღებ და ბუნებრივ ნაძვებს მოვრთავ.
შენ რა ყოფილხაარ, გადარეული ვარ, პოემებს ვერ ვწერ, მაგრამ რაც კი რამე დაწერილა, ყველა შენ გეძღვნება, ამ წვიმაში და ქარში და ყინვაშ ყავას რომ დაგალევინებეეეენ! ვაიმე მიყვარხარ კვაჭ!!! შენც იცოდი, და მეც ვიცოდი და სხვებიც ხვდებოდნენ, მარა ახლას ახალხოდ გიცხადებ რო მიყვარხარ, ვგიჟდები და ვირევი შენზე. ვაიმეეეეეეეეე P.S. ისე, სურათები და ვიდო-ები!!!-ც მომეწონა :))))))))
რახან მანდ წვიმს, თოვს, ქარია, მთვარიანი ღამეა და სულმთლად გადარეული ხარ, კეთილს ვინებებ და თბილი, მზიანი თბილისიდან დავწერ რამეს, ფოტოებსაც ავტვირთავ რაც შენი გაცილებიდან მომრჩა, ჰოდა იას სურათებსაც არ დავიზარებ და გადავწერ შენი ხათრით. მას აშე........................................... ამ წერტილების დასმამდე USB ვეძებე ჩემი აპარატის დიდხანს და ვერ ვნახე, ამიტომ მომეშალა ნერვები. სად დაათრევენ ან ამ აპარატს, ან მის ნაწილებს ვეღარ გავიგე. ამ ვიდეოს ჩაწერამაც მომიშალა ნერვები. რა იყო ისე, დღეს სულ ცუდი რაღაცეები მახსენდება.
ახლა რაც შეეხება ქორწილს:
უუF, საერთოდ მომეშალა უკვე. მე მგონი არ მომიწევია დიდი ხანია და იმიტომ მეშლება, რას ვიკლავ თავს.... წავედი და სანამ მოვალ, ერთი პატარა სახოტბო პოემა ან ძეგლი მაინც დამახვედრე!
ახალი სტილია დასანერგი, ვირტუალური და ონლაინ და ბლოგერული ქორწილები! მე ველოდები! :) მე აქ მარტო ვარ და თავი დაჩაგრულად და გარიყულად რომ არ ვიგრძნო, სულ ნაბიჯ-ნაბიჯ მინდა ქორწილის სურათებიც და ამბებიც :)
1. რა ჩაიცვა ძნელი სათქმელია ძვირფასო, ისეთი ამინდებია მანდ, დილით თქვენ ვერ ხვდებით შუადღისას დაგცხებათ თუ არა, მე როგორ გითხრა და საჩუქარზე, გითხარი მე საოჯახო ნივთი არ უნდათ და რამე სამკაული აჩუქე, მაგალითად სამაჯური, მოსწონს ბავშვს ეგეთი რაღაცეებითქო და ჰა, გაქანდი და კითხე, არა, უნდა გეკითხა? ნაჩნიკი აჩუქე მაშინ, ქვემოხსენებული გურგენი დაგეხმაროს არჩევაში ან საქორწილო ალბომი, მუსას ექნება უკანასკნელი ცალი გადანახული თავისთვის და აახიე!!!!
2. ეგ იმიტომ ძვირფასო, რომ მე არ გყავარ და უჩემოდ რა ფასი აქვს რამეს :P
3. ლეთარგიული ძილი არ ვიცი, მაგრამ მე არ მომწონს შენი ბოლოდროინდელი ნაწერები და ვიფიქრებ მაგ თემაზე!!!
4. დედაააა, რაზე დაემართა? რას შვება გოგო მაინც შვილი არა?
5. თხელი, მაგრამ გრძელსახელოებიანი ზედა ჩაიცვი და კურტკა ან მოსაცმელი ჩანთით ატარე!!!! შარფი გაიკეთე, არ დაგავიწყდეს, ნაადრევი ბრონქიტი გვინდა ახლა ჩვენ?
6. კაპანაძე ანნაზე მე ხელი მაქვს ჩაქნეული და შენ რა ოპტიმისტი ყოფილხარ!
7. ეტყობა მაინც მოვლენაა ეგ შენი მარიანა ბლოგზე მოხვედირს ღირსად რომ ჩათვალე და სრული დოსიე თავისი დასურათხატებით როდის ინქება?????
8. შენ მაგათ ნერვები არ მოაშლევინო ჩემი ბუულკ, გაიხსენე მაღლივი, იქაური ჰავა და გარემო და გაბედნიერდი იმით, რომ იქ აღზრდილი ახალგაზრდობისაგან გამოგარჩიეს და გამოგაცალკევეს!
9. მაინც მაგარი ხალხია რა ეს იაპონელები. ნორვეგიული ტყე წაიკითხე უეჭველი, თუ ვერ იშოვნი (მე ვერ ვიშოვნე თავის დროზე) გამოვაგზავნი სახლში და წაიღე ჩემგან, მაგარია.
10. ეს შლვა ისაა? ეცი წელშიო? მე მაგაზე დამემართა კლინიკური სიკვდილი. ლექციის ვიდეო ჩანაწერის გაკეთება არ შეიძლება თქვენთან?
1. იას ქორწილი მოდის და არც საჩუქარი მომიფიქრებია (დედარამეშველება) და არც ის, რა მინდა რომ ჩავიცვა. ჩემდა ჭირად ვკითხე და არაო, არც სამკაული მინდა და არც საოჯახო ნივთიო...... ზოგიერთებმა ბუდაპეშტშიც შეიწუხონ თავი და იფიქრონ ამ თემაზე. რას მიქვია ქალაქები და მანძილი, მეგობრობა მარადიული თემაა
2. კაციშვილს ვეღარ ვნახულობ ისეთი გრაფიკი მაქვს და მალე ყველა დედას მაგინებს (საკუთარი დის ჩათვლით).
3. ლეთარგიული ძილის მდგომარეობაში ვარ.
4. გურგენმა ცხვირის ოპერაცია გაიკეთა და სასწარფოდ უნდა ვნახო, რომ სურათი გადავუღო და დო ი პოსლე სურათები დავდო : ))))
5. ხან ყინავს და ხან ცხელა, ვეღარ გავიგე რა წყალში გადავვარდე.
6. კაპანაძე ანნა აქ ყოფნისას ხომ ’კვტარი’ იყო, მაგრამ რაც წავიდა მას მერე სააააერთოდ
7. მყავს ჯგუფელი მარრრიანა, რომელიც ყველას ნერვებს უშლის ჩემს გარდა(მარიანა რას დამაკლებს ისეთები ამიტანია) და მერე ეს ’ყველა’ მე მიშლის ნერვებს თემაზე როგორ უშლით ნერვებს ’ის’.
8. ყველა ლექტორი ნერვებს მიშლის იმით, რომ ყველა ლექციაზე დანანებით გვიყურებენ ”არაეკონომისტებს” და გაიძახიან აი ეკონომისტები კი კარგად გაიგებენ ამას, დანარჩენ ნაყარ-ნუყარა პროფესიების ხალხს რა გიყოთო. არადა, ერთი განახათ ის ეკონომისტი ”გენიოსები”.
9. სინტოისტ იაპონელებს ღრმად სწამთ, რომ ღმერთმა ჯერ იაპონელები შექმნა, მერე ყველა დანარჩენი.
10. როგორც ბატონმა შალვამ აღნიშნა (საააყვარელი), კომუნიზმის აღზევების ხანაში საწარმოო მოწოდებები ასეთი იყო: ”პარტიას ბევრი შავი ქვა სჭირდება”. ”ნამდვილი კომუნისტი მიწის ქვეშ უნდა იყოს” ლოოოოოოოლ ნახევარი საათი ვეღარ ვსუნთქავდი
ვითვალისწინებ ჩემს პირობას და შექმნილ მძიმე სიტუაციას (და არა სიტვაციას, როგორც ზოგიერთი იტყოდა) და ვაშანშალებ ცინცხალ პოსტს. ეს სურათი ძალიან მიყვარს და რადგანაც, გვემსხვერპლა მონაწილეთაგან ერთ-ერთი, მივუძღვნათ აკვარიუმის ტრაგიკულ ხვედრს დღევანდელი ფოტო :) და პოსტი :) დანარჩენი ორი ჯანმრთელად დამხვდით, თებზი არ დამიჩაგრო გოგო, სურვილი რომ არ ამისრულა, საქმე მაქვს გასარჩვი
ა, რაღა ეს ნათელი კომუნიზმი და რაღა ჩემი ახლანდელი ცხოვრება : ) ორ წინადადებას ვეღარ ვაბამ ერთმანეთზე, თუკი მენეჯმენტის ტერმინებით არაა გამოტენილი და არსით გაჟღენთილი. ასეა, მებრძვიან გენაცვალე, ცდილობენ ჩემში ხელოვანი ჩაკლან, მაგრამ არააააა! ვერ მოგართვით! ახალ წელს მაინც ვაჩუქებ საკუთარ თავს ზეთის საღებავებს და ტილოს(მანამდე თუ დაზომბებას გადავურჩი).
ახლა რაც შეეხება სამშაბათ დღეს და ბიზნეს სტატისტიკას. დედა ეს რა ვნახე. პირველ ლექციებზე მარტივი ფორმულები იყო და მეთქი აჰააა, ამით მაშინებდით არააა :ნიშნისმოგებასახე: დღეს პირველ მერხზე ვიჯექი, დაძაბულობისგან წარბები შუბლზე მქონდა და თვალები წინ მეყარა და ვცდილობდი როგორმე ჩავწვდომოდი ნახევარფურცლიანი და სასტიკად ჩახუჭუჭებული ფორმულის სიღრმეებს (ეს რა ვნახე!! ასეთი სიმბოლოების 90%-ისთვის მანამდე თვალიც კი არსად მომიკრავს). თან, არა მარტო ჩავწვდომოდი, მერე პრაქტიკაში გამომეყენებინა კიდეც. ორჯერ ლექტორი გავაჩერე, ერთი წუთი ხმა არ ამოიღო, რაც თქვი გავიაზრო კარგად მეთქი (ისეთი სახე მქონდა, შევეცოდე და მართლა დადუმდა). ორი საათის მერე შესვენებაზე თვალები დავხუჭე და შევეცადე კარგად წარმომედგინა რა ჯანდაბა უნდა წარმომედგინა და გამეგო. პარალელურად, კატეგორიულად ავკრძალე ჩემდამი მომართვა და საერთოდაც, აუდიტორიაში ხმის ამოღება. და ჰოი საოცრებავ! ჩემით ამოვხსენი ამოცანა იმ საზარელი ფორმულის მიხედვით მესამე საათზე. რაღაცას გავაკეთებ ხოლმე და მერე მე თვითონ არ მჯერა, რომ გამომივიდა, ასე მგონია ჩემს თავსაც ვატყუებ და სხვებსაც და სინამდვილეში გნომმა გააკეთა.
არაა, მაინც არ გავტყდები და არ დავიწუწუნებ, მესწავლა მათემატიკა თავის დროზე მეთქი. შორს ჩემგან მათემატიკა.
არადა, ინგლისურის ჯგუფში ერთი მათემატიკოსი მყავს და ერთი ფიზიკოსი და დაფაზე სქემების და რიცხვების მიხედვით რომ დაიწყეს რაღაც სახალისო ინგლისური გამოცანის ამოხსნა, დეპრესიაში ჩავვარდი. თან ისეთ ღრმაში, რომ თვითონაც კი მიხვდნენ.
მაინც ინტერნეტია, ათასი ოხერი დაეხეტება და აღარ დავიწყებ ჩემი უნიკალური ჯგუფის ფსიქოლოგიური პორტრეტების ხატვას. ზღვა მასალა კი მაქვს, ზღვაა : )))
ორმაგად ტუტუცო, შოკოლადის ჭამას როგორ ბედავ?! მე მას შემდეგ არ მიჭამია, რაც შენი გახსნილი შოკოლადი დედაშენმა და დეიდაშენმა შემიჭამეს! (რომელმა არ ვიცი, ცოდვას ვერ დავიდებ) ვარდისფერა პოტენციურად ჩემია უკვე. ასევე საზანო, ნუ დაივიწყებ (განსაკუთრებით ის ოთახი, ჩემი ნახატიანად). ნოტარიუსში გადარეკე, ეგ ამბავი მომიგვარე. დანარჩენზე, როგორც პერანა ამბობს ქვემოთმოყვანილ ვიდეოში - უკომენტაროდ!
პ.ს. ამის შემდეგ ვიდეო-პოსტების დადებას დავიწყებ, ჩემი სამეტყველო აპარატი უნდა განვავითარო, თითები ისედაც მშვენიერ ფორმაში მაქვს.
ახლა დავდგები და ყველა პუნქტზე გიპასუხებ: 1) ტუტუცი ახალ დიზაინს იმიტომ არ იმჩნევს, რომ რამდენი აქ შემოვა ისე მოსწონს, სულ შოკოლადი უნდება, მერე მიდის სამზარეულაში და თხუნელობს და მერე ისევ რომ მოდის, ისევ ახსენდება და აი, ასეეე :))) დღეს აღარ ქონდა შოკოლადი და რა ექნა? ქე შეიმჩნია!!! 2) საკუთარ თავს ნუ ეწინააღმდეგები ორმაგი სუიციდის ჩამდენი არ ვარ და გადავწყვიტოთ მენეჯმენტი მე თუ ვარდისფერა იმას (რა ერქვა გოგო იმ კაცს, სახლებში რო გვირეკავდა და მამებს ლანძღავდა სად დაგიდით ცოლ-შვილიო?), ბიძინა მგონი... 3)ლუდის სმა უკვე ვიცი და ვგრძნობ როგორ წინ ვარ :) ოღონდ აქ ლუდს რასაც ეძახიან, ის მარტო სალომეს გონია ლუდი, დანარჩენი ყველა ხვდება რომ ლიმონათია 4)ეს პუნქტი რომც არ შეგეტანა ისედაც ნათლი იყო :) 5)ქართველი დამსახურებული ყეყეჩების მამამთავარი ვინც მგონია კი გვაზის თავზე გენაცვალე და მეტი მოწიწება არ ვიცი მე, კაი, აღარსად აღარ ვიტყვი რომ ყეყეჩია 6)კუდას და ცხვირმიჭყლეტილს ორმოცზე ამოვიყვან საფლავზე და საფლავის ქვაზეც ვამუშავებ ცოტას, შენ ოღონდ მშვიდად იყავი 7)ცოტნესაც დაუბარე რამე????? 8)საერთოდაც შევყრი ექს-კლასს და ლიელიას დავპატიჯებ და ვისაუბრებთ თემაზე „გულისამაჩუყებელი სასიყვარულო წერილები მსოფლიო ლიტერატურაში“ 9) ფემინისტი ვერ გავხდები ახლა და ისე, აქაური გეი-პარადის მესვეურებს წამოვუყვან და მანდაც ჩავუტარებ რუსთაველზე 10)ვიცი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! 11)ეს ძალიან ორაზროვანი სურათი და ფრაზა იყო, რომელ უბედურს გულისხმობთ გენაცვალეეეე? (ისე, არცერთს არ ეშველება მე რომ ვიცი) P.S.ხო არ გადავრეკო ნოტარიუსში??? (ცემი საყვარელი ფრაზაა)
ავთანდილის ანდერძი: ხაზარულა ვაშლის ძირში მენეჯმენტის სახელმძღვანელოები მაქვს დაფლული და თვალის ჩინივით მოუფრთხილდი იცოდე. შენ რომ ანდერძით ვარდისფერას და რაღაც-რაღაცეებს მიტოვებ, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს გადაეცი, მადლია. ლუდის სმა ისწავლეთ ჩემს მაგიერ, თორემ ერთი ნაბიჯით უკან იქნებით ცხოვრებაში. ლელას და მის კომპიუტერს გიტოვებთ, საკუთარი თავივით მიმიხედეთ. ქართველ, დამსახურებულ ყეყეჩებს და მათ მამამთავარს ღრმა მოწიწებით და პატივისცემით მოეპყარით. კუდას ცხვირმიჭყლეტილი უპოვეთ ვინმე, დარდად ნუ ჩამაყოლებთ
.
შიგადაშიგ შეიკრიბეთ ხოლმე და დატკეპნილად იმეტყველეთ. სალომეს გენდერზე ელაპარაკეთ ხოლმე, ცოდოა ბავშვი. დღიურებში გულისამაჩუყებელი რაღაცეები წერეთ ხოლმე, ჩვენი ექს-კლასის კეთილმოსაგონრად. კაცებს არ ენდოთ, ქლიბები არიან. ამ უბედურს რა ეშველება, მაგრამ უშველეთ რამე:
.
P.S. ახლა მე ნოტარიუსთან გავიქცევი, რაც დავწერე იმას დავამოწმებინებ და to be continued.....
ჯერ ერთი - რომელი მეგობრები, რა მოგიგონია? : ) დიდი გოგო ხარ უკვე, რეალობას ჩახედე თვალებში
მეორე - მოთხრობის წაშლა ( ან არ დადება) შენი იდეა იყო და იმიტომ.
მესამე - ფანტასტიური სტუდენტობა დამეწყო. ლექციები ძააალიან მომწონს (ნუ ვაჟა ზაზაევიჩის ლექციის გარდა) და ჯგუფზე რა გითხრა, იქეთ კვირას შიომღვიმეში მივდივართ, იმის იქეთ კიდე სადმე, იმის იქეთ რესტორანში და ა.შ. ესეც იმიტომ, რომ მარტო კვირას ვისვენებთ, სხვა დღეებში ტყავს გვაძრობენ
სად წავიდა საეჭვო დამთხვევების შემცველი შედევრიიი? მაგრამ კვაჭ, მგონი მაინც მარტო ჩვენ ვკითხულობთ და მე კი მაქვს და შენც ;) კიდევ ის, რომ რატომ არ მიზიარებ შენს სტუდენტურ შთაბეჭდილებებს? (აბა, ეგოისტი ხომ არ ვარ მარტო ჩემს სტუდენტობას მიეძღვნას ეს ბლოგი). სურათებს თუ მომცემ, მეც დავდებ შიგადაშიგ, ჩემთვის და კიდე...სად არიან მეგობრები ქე რო გვყავდა? P.S. სულ ასეთ დღეში ვარ, აი!!!
ჰოდა ვინაიდან მორიდებულია და პირდაპირი ტექსტით ვერ წერს, მე აგიხსნით უცებ -
ეს ბლოგები გასართობად კი არ გამიკეთებია! გასართობად მაქვს ჩემი და ვერთობი როგორმე წლებია. ბავშვს უნდოდა უფრო ღრმა და საფუძვლიანი კონტაქტი ჰქონოდა თქვენთან (მდუმარე მკითხველებთან)!! მასწავლებლის პრინციპია რა - ”თქვენ ბევრნი ხართ, მე ერთი ვარ ” ჰოდა კეთილი ინებეთ და ნუ დაგეზარებათ თუნდაც ლაკონური ”ააა” დაწეროთ ყოველი შემოსვლის შემდეგ. უფრო მონდომებულებმა სასურველია რთული ქვეწყობილი და თანწყობილი წინადადებებიც შექმნან.
გავიღვიძე გადაწყვეტილებით, რომ დავწერო რამე. თავში აზრები არ მიტრიალებს, ჩაკეტილი წრეა რაღაც ეს ბლოგი, მე და კვაჭი, კვაჭი და მე, ხანდახან ვინმე თუ შემოიჭყიტავს სხვა და ისინიც არაფერს წერენ :((( კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ ბლოგის მიზანი: ჩემი პირადი დღიურები შექმნილია იმისათვის, რომ ყველას სათითაოდ არ მოვუყვე რა ვქენი, რა ვჭამე, როგორი ამინდია, როგორ მოვეწყვე, თუ მომწონს და ა.შ. ეს უმშვენიერესი ბლოგი კი შეიქმნა იმისთვის, რომ ყველა ერთად მოვქუჩდეთ ხოლმე და ჩავჭორავდეთ, ვიხუმროთ, ერთმანეთი ვაშყიროთ, გავუჩალიჩოთ რაღაცეები (მაგალითად როგორცაა უკვე წარმოდგენილის ტიპის სურათების დადება თავისი კომენტარებით) და ა.შ. ვისაც რა გაახსენდება. ხოდა, იაქტიურეთ....
ხანდახან ძალიან ცუდი ვარ, მგონი უკვე ხშირად...გამოწურული ვარ, მეც არ ვიცი რატომ და კიდევ ის არ ვიცი, რატომ ვაკეთებ ისეთ რაღაცას, რაც მერე მღრღნის ხოლმე....
ნუ დაიწყეთ ჯაყჯაყი ახლა, დადექით მყარად ფეხზე, მე დაგიბარეთ, რომ მხოლოდ ბარხატნი რევოლუციის რა იყო და არჩევნების მოწყობის უფლება გაქვთ ჩემს გარეშე, მიწისძვრები და წყალდიდობები არ გამაგონოთ. ზოგიერთებს რომ არ ეგონოთ, რომ ავიღე ხელი სამშობლოზე, სტატისტიკა მომაწოდონ რომელ უბანში რამდენ კაცს შეეშინდა!!!
Lorem ipsum dolor sit amet, consectetuer adipiscing elit. Duis ligula lorem, consequat eget, tristique nec, auctor quis, purus. Vivamus ut sem. Fusce aliquam nunc vitae purus.